Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ფლავამედი® 60მგ

შუშხუნა ტაბლეტები
ხველის საწინააღმდეგო შუშხუნა ტაბლეტები

თვისებები

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები შეიცავს აქტიური ნივთიერების ეფექტურ დოზას. აქტიური ნივთიერება სწრაფად იწყებს მოქმედებას. შუშხუნა ტაბლეტები გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაიყოს. 

განსაკუთრებული თვისებები

  • შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების მაღალ დოზას  

  • აქტიური ნივთიერება სწრაფად იწყებს მოქმედებას 

  • გამყოფი ხაზით შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაიყოს. 

ასაკობრივი რეკომენდაციები

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები რეკომენდებულია მოზარდებისთვის 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ინგრედიენტები, აღწერილობა, შემადგენლობა

Ingredients
Ingredients

ინგრედიენტები

ფლავამედი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. 

სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: 

ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, საქარინ-ნატრიუმი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლაქტოზა, მანიტი (E421), სორბიტი (E420), სიმეთიკონი, ალუბლის არომატიზატორი კოდი 801, რომელიც შეიცავს ბუნებრივ/ბუნებრივის ანალოგიურ თხევად არომატიზატორს (კოდი 5443), ბუნებრივი/ბუნებრივის ანალოგიური თხევადი შავი ალუბლის არომატიზატორი (კოდი 5410), ბუნებრივი/ბუნებრივის ანალოგიური ფხვნილი ალუბლის არომატიზატორი (კოდი 5862P), მალტოდექსტრინი, მანიტი, გლუკონოლაქტონი, სორბიტი, აკაცია და უწყლო კოლოიდური კვარცი. 

Appearance
Appearance

აღწერილობა

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი 18 მმ ზომის ტაბლეტები, ცალ მხარეს აქვს გამყოფი ხაზი. შუშხუნა ტაბლეტები შეიძლება ორ თანაბარ დოზად გაიყოს. 

შემადგენლობა

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების შეფუთვაში 10 ცალია. 

"მომწონს შუშხუნა ტაბლეტები თანამედროვე ფორმისა და მოქმედების სწრაფად დაწყების გამო" 

სწორი დოზირება

ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული დოზირების რეკომენდაცია. თუ არავის არაფერი ურჩევია, მიიღეთ ფლავამედი® ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან როგორც აქ არის მოცემული. თუ დოზაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სანამ ექიმი გამოგიწერთ ფლავამედს®, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ან დოზირების კალკულატორი 

დოზირების კალკულატორი დაგეხმარებათ სწრაფად შეარჩიოთ ფლავამედის® სწორი დოზა (თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის). 

აირჩიეთ, ვინ უნდა მიიღოს ფლავამედის® პროდუქტი. 

აირჩიეთ, ვინ უნდა მიიღოს ფლავამედის® პროდუქტი

    დღიური დოზა 12 წლის ასაკიდან

    პირველ 2-3 დღეს 

    1/2 შუშხუნა ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში

    შემდგომში

    1/2 შუშხუნა ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა მოზრდილთათვის

    1 შუშხუნა ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში

    როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი®

    როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი®

    ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში და მიიღოთ ჭამის შემდეგ. 

    მკურნალობის ხანგრძლივობა

    ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 4-5 დღეზე მეტ ხანს. თუ 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

    თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას

    თუ ფლავამედი® მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას. 

    დოზის გამოტოვება ან ძალიან დაბალი დოზა

    თუ ფლავამედის დოზა გამოგრჩათ ან ძალიან დაბალი დოზით მიიღეთ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გააორმაგოთ დოზა. 

    ლაქტოზის აუტანლობა, სორბიტის აუტანლობა, მარილის კონტროლის დიეტა

    თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის აუტანლობა გაქვთ ან ხართ მარილის კონტროლის დიეტაზე, ფლავამედის® შუშხუნა ტაბლეტების მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. ფლავამედის® შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 5.5 მმოლ ნატრიუმს (126.5 მგ). ეს უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, როდესაც იგი ნატრიუმის საკონტროლო დიეტაზეა. 

    შენახვა

    ფლავამედი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლავამედი® არ შეინახოთ 300C-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში. კონტეინერი კარგად დახურეთ, რომ დაიცვათ სინათლის და ტენის ზემოქმედებისგან. 

    ვარგისიანობის ვადა

    არ გამოიყენოთ ფლავამედი® შეშხუნა ტაბლეტები კონტეინერის ეტიკეტზე მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, რაც აღნიშნულია ასოებით - EXP. EXP თარიღი გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს. 

    გაიგე მეტი ფლავამედის® შესახებ

    ფლავამედი® ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)

    როგორ მოქმედებს ფლავამედი®