ხველის ტიპები
ხველის კლასიფიკაცია
ხველა წარმოადგენს უამრავი სხვადასხვა დაავადების სიმპტომს. მიუხედავად იმისა, რომ ხველა შეიძლება იყოს დისკომფორტის გამომწვევი და შემაწუხებელი, ის აუცილებელია სასუნთქი გზების დასაცავად ავადმყოფობისას. ხველის კლასიფიკაცია ემყარება მის ხანგრძლივობას და ნახველის არსებობას.
კლასიფიკაცია ხანგრძლივობის მიხედვით
მწვავე ხველა:
სწრაფი დაწყება, გრძელდება 3 კვირამდე.
ქვემწვავე ხველა:
გრძელდება 3-დან 8 კვირამდე
ქრონიკული ხველა:
გრძელდება 8 კვირაზე მეტ ხანს
კლასიფიკაცია ნახველის გამოყოფის მიხედვით
სველი ანუ პროდუქტიული ხველა
გამოიყოფა ნახველი
სველი ან პროდუქტიული ხველისას ხდება ლორწოს გამოყოფა და ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების შედეგად განვითარდეს. სველი ხველის დროს შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეთ, რომ ლორწო მიკრულია სასუნთქ გზებზე და ვერ ამოდის. სველი ხველის მკურნალობა მუკოლიზური საშუალებებით ხელს უწყობს ლორწოს გათხევადებას და მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან.
მშრალი ანუ არაპროდუქტიული ხველა
არ გამოიყოფა ნახველი
მშრალი ხველისას არ გროვდება ლორწო და ამიტომ, მშრალი ხველის მკურნალობა შეიძლება ისეთი პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავს ხველის რეფლექსს