ხველის მიზეზები
ხველა სიმპტომია
ხველა ბევრი სამედიცინო მდგომარეობის სიმპტომია, რაც ნიშნავს, რომ ხველას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს და შესაბამისად, სხვადასხვანაირ მკურნალობას საჭიროებდეს.
-
ხველა შეიძლება იყოს არა-სერიოზული, მწვავე დაავადების სიმპტომი, როგორიცაა გაციება. ამ შემთხვევაში, ხველა დიდხანს არ გრძელდება და ქრება მკურნალობის გარეშე.
-
ხველა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზულმა დაავადებამაც. ხანგრძლივი ხველა ყოველთვის ითხოვს ექიმის ყურადღებას. ექიმმა უნდა მიაგნოს ხველის მიზეზს და შესაფერის მკურნალობას.