Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

როგორ ფუნქციონირებს სასუნთქი გზები

როგორი აგებულება აქვს სასუნთ გზებს

ჰაერის შესუნთქვა ხდება ცხვირის საშუალებით. როდესაც ჩვენს ორგანიზმს მეტი ჰაერი სჭირდება, ცხვირით ყოველთვის ვერ ხერხდება საკმარისი ჰაერის შესუნთქვა. ამიტომ, ზოგჯერ საჭირო ხდება პირით სუნთქვა, განსაკუთრებით, ფიზიკური ვარჯიშის დროს. 

ცხვირით ან პირით სუნთქვისას, ჰაერი ხვდება ტრაქეაში ანუ სასულეში. ტრაქეა იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებად, ქვემოთ, ფილტვებში ბრონქები კიდევ იყოფა უფრო მცირე ზომის ტოტებად, ბრონქიოლებად. ბრონქიოლები ბოლოვდება ჰაერის თხელი ბუშტუკებით, რასაც ალვეოლები ეწოდება. 

ნორმალური ფილტვი შეიცავს 300 მილიონ ასეთ ბუშტუკს. ალვეოლები სიბრტყეზე რომ გაიშალოს, მათი ფართობი მოიცავს წყვილთა ჩოგბურთის კორტს! 

ასეთი ჰაერის ბუშტუკების გროვები ბრონქიოლების დაბოლოებებზე წააგავს ყურძნის მტევნებს, რომლებსაც გარედან აკრავს სისხლძარღვები. სწორედ აქ ხდება ჩასუნთქული ჟანგბადის მიმოცვლა ნახშირორჟანგთან. 

ჩასუნთქული ჰაერი შეიცავს ჟანგბადს. ჟანგბადი აირია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ენერგიას აწვდის. იგი სისხლში ხვდება ალვეოლების სისხლძარღვებიდან. ნახშირორჟანგი წარმოიქმნება ორგანიზმში, როგორც ნარჩენი ნივთიერება. 

ნახშირორჟანგის ორგანიზმიდან გამოსადევნად ხდება მისი ტრანსპორტირება მთელი სხეულიდან სასუნთქი გზების სისხლძარღვებისკენ. ნახშირორჟანგი ორგანიზმიდან გამოიყოფა სასუნთქი გზებით. იგი აღწევს ალვეოლებში და ხდება ფილტვებიდან მისი ამოსუნთქვა. 

ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის რეგულარული ჩასუნთქვა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა. 

სასუნთქი სისტემის მოწყობილობა:1. ცხვირი, 2. პირი, 3. ყელი, 4. ტრაქეა, 5. ფილტვი, 6. ბრონქები

როგორ იცავს თავს სასუნთქი გზები გამღიზიანებლებისგან:

სასუნთქი გზები რამდენიმე საშუალებით იცავს თავს გამღიზიანებლებისგან 

სასუნთქი გზების დანიშნულება

ფილტვების დანიშნულებაა ჟანგბადი მიაწოდოს სხეულს და გამოყოს ნახშირორჟანგი. ჩვენ მიერ ჩასუნთქული ჰაერი შეიცავს ჟანგბადს, რომელიც აწვდის ორგანიზმს ენერგიას. ნახშირორჟანგი წარმოადგენს სხეულის ნარჩენ პროდუქტს. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ჟანგბადი მუდმივად უნდა ხვდებოდეს სისხლში, ხოლო ნახშირორჟანგი ტოვებდეს სისხლს. 

სხეულის ზედა ნაწილის დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორ არის აგებული სასუნთქი გზები
სხეულის ზედა ნაწილის დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორ არის აგებული სასუნთქი გზები

ცხვირი

ჩასუნთვის დროს ცხვირი ფილტრის ფუნქციას ასრულებს და ხელს უშლის დიდი ზომის ნაწილაკების მოხვედრას სასუნთქ გზებში. 

 

ილუსტრაცია გვიჩვენებს სასუნთქი გზების  ცხვირისა და პირის ღრუს ნაწილს
ილუსტრაცია გვიჩვენებს სასუნთქი გზების  ცხვირისა და პირის ღრუს ნაწილს

ლორწო და წამწამები

თუ გამაღიზიანებელი მოხვდა ბრონქში, მას იკრავს ბრონქის ამომფენი ლორწოვანი გარსი. ამ ლორწოს ასევე ნახველს უწოდებენ. ნახველი წამწამების მეშვეობით მუდმივად გადაადგილდება პირისაკენ. წამწამების საშუალებით ლორწო სასუნთქი გზებიდან ხვდება ყელში, სადაც იყლაპება. ორგანიზმი ამას ინსტიქტურად აკეთებს. 

 

ილუსტრაცია გვიჩვენებს მამაკაცს, რომელიც ახველებს სასუნთქ გზებში არსებული გამღიზიანებლის გამო
ილუსტრაცია გვიჩვენებს მამაკაცს, რომელიც ახველებს სასუნთქ გზებში არსებული გამღიზიანებლის გამო

ხველა

სასუნთქი გზების მეორე დაცვითი მექანიზმია ხველა. ხველა ვითარდება სასუნთქი გზების გაღიზიანების საპასუხოდ. ხველის დროს ლორწო უფრო სწრაფად ამოდის სასუნთქი გზებიდან, ვიდრე წამწამების საშუალებით.