Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.
გაციებული ქალი საწოლში წევს და თერმომეტრს უყურებს
გაციებული ქალი საწოლში წევს და თერმომეტრს უყურებს

გაციება

გაციების მიზეზები

ჩვეულებრივ გაციების მიზეზი ვირუსული ინფექციაა. გაციება შეიძლება გამოიწვიოს 200-მდე სხვადასხვა სახის ვირუსმა. ვირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებეული და წელიწადის ყველა დროს შეიძლება განვითარდეს თუმცა, ყველაზე ხშირად ზამთარში ვითარდება, ოქტომბერსა და მარტს შორის და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში - წვიმების სეზონში. 

გაციების ვირუსების გავრცელება ხდება უმცირესი წვეთების საშუალებით, რასაც ავრცელებს დაავადებული ადამიანი ცემინების, ხველის ან ცხვირის მოხოცვის დროს. ადამიანს ვირუსი შეიძლება გადაედოს ახლომყოფი გაციებული პირისგან ხველის, ცემინების ან ცხვირის მოხოცვის დროს ან ვირუსით დაბინძურებულ საგანთან (მაგ. სათამაშო ან კარის სახელური) თვალების, ცხვირის ან პირის კონტაქტისას. მშობლები ხშირად ინფიცირდებიან შვილებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, ინფიცირდებიან სხვა ბავშვებისგან. ვირუსული ინფექცია სწრაფად ვრცელდება სკოლებში ან საბავშვო ბაღებში. ვირუსით ინფიცირებული ადამიანი ყველაზე მეტად გადამდებია დაავადების პირველ 2 -3 დღეს. ერთი კვირის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის. 

როგორ მოქმედებს გაციება ორგანიზმზე

ინფექცია ჩვეულებრივ იწყება ყელში, შემდეგ გადადის ცხვირში. 

გაციების სიმპტომები

გაციებას ყველაზე ხშირად ახასიათებს ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი და ცემინება. ასევე, ხშირია ხველა და ყელის ჩახეხვის შეგრძნება. 

დასაწყისში ხველა უხშირესად მშრალია, მომდევნო 2 დღეში იწყება ნახველის გამოყოფა და ბოლოსკენ ისევ მშრალი ხდება. 

სხვა სიმპტომებია თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთების ტკივილი და უმადობა. 

მოზრდილებს და მოზარდებს გაციების დროს, ჩვეულებრივ, არ აქვთ ცხელება ან შეიძლება დაბალი სიცხე ჰქონდეთ. პატარებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება 37.7-დან 38.80-მდე. ერთი სიმპტომი ხშირად აჭარბებს ხოლმე სხვებს და სიმპტომები იცვლება გაციების მიმდინარეობისას. 

სიმპტომები ჩვეულებრივ პიკს აღწევს დაავადების მე-2-4 დღეს. მოზრდილებში სიმპტომები ქრება ჩვეულებრივ 7-10 დღეში. თუმცა, ხველა შეიძლება უფრო გაგრძელდეს, მაგ. 3 კვირამდე. ბავშვებში გაციება უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე - მოზრდილებში და ქრება 10-15 დღეში, ხველა შეიძლება გაგრძელდეს 25 დღემდე. 

გაციების სიმძიმე

ჯანმრთელებში გაციება, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის რამდენიმე დღეში. თუმცა, ასთმით დაავადებულ ბავშვებსა და მოზრდილებში გაციება ხიხინის და ასთმის გამწვავების ყველაზე ხშირი გამომწვევია. გაციებამ შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო სერიოზული ბაქტერიული ინფექციის განვითარებას, როგორიცაა სინუსიტი, ყურის ინფექცია, ბრონქიტი ან პნევმონია. 

ადამიანები, ვისაც გაციების გართულებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ: 

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვები 

  • ორსულები 

  • 60 წელს გადაცილებულები 

  • სასუნთი გზების ქრონიკული დაავადების, როგორიცაა ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), მქონე პირები 

  • გულის ან თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები 

  • შაქრიანი დიაბეტით ან სხვა მეტაბოლური პათოლოგებით დაავადებულეები 

  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონენი 

  • პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებ

გაციება ბავშვებისთვის სკოლის და მშობლებისთვის სამსახურის გაცდენის ყველაზე ხშირი მიზეზია. 

გაციების რისკის ფაქტორები

ბავშვები უფრო ხშირად ცივდებიან, ვიდრე მოზრდილები. თუ მოზრდილი წელიწადში 2 ან 3-ჯერ ცივდება, ბავშვი შეიძლება წელიწადში 8-ჯერ გაცივდეს. 

პროფილაქტიკა

გაციების რისკის შესამცირებლად როგორც მოზრდილებმა, ისე ბავშვებმა უნდა იბანონ ხელები ცხვირის მოხოცვის, საფენების გამოცვლის, ტუალეტის შემდეგ, ჭამის და საკვების მომზადების წინ. საგნები, როლმელსაც ხშირად ვეხებით, მაგ. კარის სახელური ან ზარის ღილაკი, ხშირად უნდა გაიწმინდოს. საზიარო ნაჭრის პირსახოცის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცები. 

იმუნური სისტემის გაძლიერება ორგანიზმს ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში. მოერიდეთ პასიურ მოწევას, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის განვითარებას გაციების ჩათვლით და ამით გააძლიერებთ იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემის ფუნქციას აძლიერებს ასევე საკმარისი ძილი და დიდი რაოდენობით სითხეების მიღება. 

როდის უნდა გაესინჯოთ ექიმს გაციების სიმპტომები, როგორც წესი, ერთ კვირაში ქრება. თუ თქვენ ან თქვენ ბავშვს სუნთქვის გაძნელება გაქვთ ან 7-10 დღის შემდეგ თავს მაინც ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.