რისთვის გამოიყენება ფლავამედის® პროდუქტები და როგორ მოქმედებს
ფლავამედის® პროდუქტები წარმოადგენს ხველის და გაციების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ფილტვების და ბრონქების დაავადებებით გამოწვეული ხველის სამკურნალოდ. ისინი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს - ამბროქსოლს, რომელიც ათხიერებს ლორწოს და ხელს უწყობს ნახველის ტრანსპორტირებას სასუნთქ გზებში, რითაც ამსუბუქებს ხველას.
აქტიური ნივთიერება ამბროქსოლი
ფლავამედის® პროდუქტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლს. ამბროქსოლი კლინიკურად გამოცდილი და კარგად ასატანი ნივთიერებაა. იგი გამოყოფილია ინდური მცენარიდან Adhatoda vasica, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინდოეთში სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
როდის იწყებს მოქმედებას ფლავამედის® პროდუქტები
ფლავამედის ® აქტიური ნივთიერება ამბროქსოლი მოქმედებას იწყებს დაახლოებით 30 წთ-ში. იგი ათხელებს ლორწოს. ამით ხელს უწყობს ნახველის ტრანსპორტირებას სასუნთქ გზებში და ამსუბუქებს ხველას.