Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ინფორმაცია ფლავამედის®
მომხმარებლისთვის

მომხმარებლისთვის ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)

იპოვე პასუხები ფლავამედის® პროდუქტებისა და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებზე

    ფლავამედის® პროდუქტები არ უნდა მიიღოთ 4 ან 5 დღეზე მეტ ხანს, თუ არ დაგინიშნათ ექიმმა. თუ სიმპტომები გაგრძელდა 4 ან 5 დღეზე მეტ ხანს ან გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

    მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას. 

    თუ დოზა გამოტოვეთ ან მიიღეთ მცირე რაოდენობით,  გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. 

    არ მიიღოთ ფლავამედის® პროდუქტები, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ალერგია გაქვთ ამბროქსოლის ან ფლავამედის® პროდუქტების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. 

    ფლავამედის® რომელიმე პროდუქტის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, თუ: 

    წარსულში გქონიათ კანის მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია  

    (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი). არსებობს ინფორმაცია ამბროქსოლის მიღებასთან დაკავშირებულ კანის მძიმე რეაქციაზე. თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდათ, შეწყვიტეთ ფლავამედის® პროდუქტების მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. 

    გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის მძიმე დაავადება, სიფრთხილით უნდა მიიღოთ

    ფლავამედის® პროდუქტები (მაგ. მცირე დოზით ან დოზებს შორის დიდი ინტერვალებით). თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ნივთიერებების დაშლის პროდუქტები. 

    გაქვთ ბრონქების იშვიათი დაავადება ლორწოს გაძლიერებული გამოყოფით 

    (მაგ. უმოძრაო წამწამების სინდრომი). ამ დროს ვერ ხდება ლოწროს ტრანსპორტირება სასუნთ გზებში. ასეთ შემთხვევაში ფლავამედის® პროდუქტები უნდა მიიღოთ ექიმის მეთვალყურეობით. 

    გაქვთ ჰისტამინის აუტანლობა

    უნდა მოერიდოთ ხანგრძლივ მკურნალობას, რადგან ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ნივთიერება გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები, მაგ. თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ქავილი. 

    გქონიათ პეპტიური წყლული

     მუკოლიზურმა საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს ლორწოვანის ბარიერი.

    სასწრაფოდ შეწყვიტეთ ფლავამედის® პროდუქტების მიღება და მიმართეთ ექიმს

    თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი (პირის, ყელის, ცხვირის, თვალების და გენიტალური ლორწოვანი გარსების ჩათვლით).

    უთხარით ექიმს, თუ უკანასკნელ ხანს მიგიღიათ, ახლა იღებთ ან მომავალში აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას. ფლავამედის® პროდუქტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ხველის რეფლექსს. ხველის რეფლექსი მნიშვნელოვანია გათხელებული ნახველის ამოსაღებად და სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად.

    თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან თუ გეგმავთ დაორსულებას, ფლავამედის® პროდუქტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის დროს ფლავამედის® პროდუქტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ფლავამედის® პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. 

    თუ მეძუძური დედა ხართ, სანამ მიიღებთ ფლავამედის® რომელიმე პროდუქტს, ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს. ფლავამედის® პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დადგენილია, რომ ფლავამედის® პროდუქტების აქტიური ინგრედიენტი შეიძლება გამოიყოს რძესთან ერთად. 

    ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ფლავამედის® უარყოფითი გავლენა შვილოსნობის უნარზე. 

    არ არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ფლავამედი® უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა არ არის ჩატარებული ფლავამედის® ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოქმედების შემსწავლელი კვლევები. 

    2 წლამდე ასაკის ბავშვს არ უნდა მივცეთ ფლავამედი® სიროფი 15მგ/5მლ ან ტაბლეტი. 

    6 წლამდე ასაკის ბავშვმა არ უნდა მიიღოს ფლავამედის® ტაბლეტები 30მგ. 

    12 წლამდე ბავშვმა არ უნდა მიიღოს ფლავამედის® შუშხუნა ტაბლეტები 60მგ. 

    თუ 2-დან 4 წლამდე ბავშვებს ხანგრძლივი ხველა აქვთ, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის დასმა.