Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ფლავამედი®
დასალევი სითხე 15მგ/მლ

ხველის საწინააღმდეგო სიროფი

თვისებები

ფლავამედი® არსებობს სიროფის ფორმით, არ შეიცავს შაქარს და სპირტს და აქვს ჟოლოს არომატი.  

განსაკუთრებული თვისებები

  • გამოცდილი და სანდო სიროფის ფორმა 
  • არ შეიცავს შაქარს და სპირტს 
  • აქვს ჟოლოს არომატი 

ასაკობრივი რეკომენდაციები

ფლავამედი® რეკომენდებულია 2 წლის ზევით ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. ფლავამედი® არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ინგრედიენტები, აღწერილობა, შემადგენლობა

ინგრედიენტები

ფლავამედი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ფლავამედის® 5 მლ-იანი საზომი კოვზი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერებას - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. 

სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: 

სორბიტოლი, არაკრისტალიზებული სითხე (E420), ბენზოის მჟავა, 85%-იანი გლიცერინი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ჟოლოს არომატიზატორი, გამოხდილი წყალი. 

აღწერილობა

ფლავამედი® არის გამჭვირვალე, ღია ყავისფერი ფერის, ჟოლოს არომატის მქონე სითხე. 

შემადგენლობა

ფლავამედის ® ერთი ბოთლი შეიცავს 100 მლ სიროფს. ბოთლს მოყვება საზომი კოვზი 1.25მლ, 2.5მლ და 5მლ გრადუირებული ხაზებით. 

ფლავამედი® ხსნარი არის დადასტურებული ეფექტიანობის სიროფი ჟოლოს გემოთი მთელი ოჯახისთვის.

სწორი დოზირება

ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული დოზირების რეკომენდაციები. თუ არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, ფლავამედი ®  მიიღეთ ისე, როგორც აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელში ან როგორც აქ არის მოცემული. 

 თუ დოზაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  

სანამ ექიმი გამოგიწერთ  ფლავამედს®  შეგიძლიათ გამოიყენოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ან დოზირების კალკულატორი. 

დოზირების კალკულატორი დაგეხმარებათ სწრაფად შეარჩიოთ ფლავამედის ®  სწორი დოზა (თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის).  

აირჩიეთ, ვინ უნდა მიიღოს ფლავამედის® პროდუქტი.

    დღიური დოზა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

     1/2 საზომი კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში

     2.5 მლ დასალევი სითხე 3-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

    1 საზომი კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში

    5 მლ დასალევი სითხე 3-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა 12 წლის ასაკიდან

    პირველ 2-3 დღეს 

    2 საზომი კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში

    10 მლ დასალევი სითხე 3-ჯერ დღე-ღამეში

    შემდგომში

    2 საზომი კოვზი 2-ჯერ დღე-ღამეში

    10 მლ დასალევი სითხე 2-ჯერ დღე-ღამეში

    დღიური დოზა მოზრდილთათვის

    4 საზომი კოვზი 2-ჯერ დღე-ღამეში

    20 მლ დასალევი სითხე 2-ჯერ დღე-ღამეში

    დამატებითი ინფორმაცია

    როდის უნდა მივიღოთ ფლავამედი®

    ფლავამედი® უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, საზომი კოვზით. 

    მკურნალობის ხანგრძლივობა

    ექიმის დანიშნულების გარეშე ფლავამედი® არ უნდა მიიღოთ 4-5 დღეზე მეტ ხანს. თუ 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

    თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას

    თუ ფლავამედი® მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზით, დაუკავშირდით ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას. 

    დოზის გამოტოვება ან ძალიან დაბალი დოზა

    თუ ფლავამედის® დოზა გამოგრჩათ ან ძალიან დაბალი დოზით მიიღეთ, მიიღეთ წამალი, ჩვეულებრივად, შემდეგი მიღების დროს. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გააორმაგოთ დოზა. 

    სორბიტოლის აუტანლობა

    თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის აუტანლობა გაქვთ, ფლავამედის® მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. ფლავამედის® საზომი კოვზის 5 მლ შეიცავს 1.75გ სორბიტოლს (=0.15 პურის ერთეული). სორბიტოლს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. 

    შენახვა

    ფლავამედი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლავამედი® არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. 

    ვარგისიანობის ვადა

    არ გამოიყენოთ ფლავამედი® წამლის ეტიკეტზე მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, რაც კოლოფზე აღნიშნულია ასოებით - EXP. EXP თარიღი გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს. გახსნის შემდეგ წამალი ვარგისია 6 თვის განმავლობაში. 

    გაიგე მეტი ფლავამედის® შესახებ

    ფლავამედი® ხშირად დასმული კითხვები (ხდკ)

    როგორ მოქმედებს ფლავამედი®